მთავარისიახლეებიეკონომიკასაქსტატი: დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7,9 პროცენტით შემცირდა

საქსტატი: დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7,9 პროცენტით შემცირდა

Published on

დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7,9 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა -6,1 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

ფოტო: საქსტატი

კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემრბის შემდეგ ეკონომიკური საქმიანობების დიდი ნაწილი შეჩერებულია, მათ შორის ზამთრის ტურიზმი, რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობენ და სავაჭრო მოლებიც დაკეტილია.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...