მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის უცხო ქვეყნების, COVID-19-ზე აცრილ მოქალაქეებს

საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის უცხო ქვეყნების, COVID-19-ზე აცრილ მოქალაქეებს

Published on

საქართველოში ჩამოსვლისას არანაირი შეზღუდვა აღარ ექნება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარზე წარმოადგენენ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეს წესი ამოქმედდება 1 თებერვლიდან, რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებასთან ერთად.

რაც შეეხება არავაქცინირებულ უცხოელებს, ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებმა და რეზიდენტებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი და საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს გაიკეთონ PCR-ტესტი. შესაბამისად, მათ აღარ ექნებათ თვითიზოლაციის ვალდებულება.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა თხოვნით მიმართავს ავიაკომპანიებს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნების ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტირების უარყოფითი პასუხი.

დღემდე მოქმედი წესით, რომელიც 1 თებერვლიდან შეიცვლება, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა საზღვარზე უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც თვითოზოლაციას ექვემდებარება. ტესტირების პასუხის გარეშე ჩამოსულებისთვის სავალდებულოა კარანტინი

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...