მთავარისიახლეებისაზოგადოებასამართლიანმა არჩევნებმა შემაჯამებელი ოქმები ხელახლა გადაითვალა - შედეგი ქართული ოცნებისა და ცესკოს...

სამართლიანმა არჩევნებმა შემაჯამებელი ოქმები ხელახლა გადაითვალა – შედეგი ქართული ოცნებისა და ცესკოს მამხილებელი აღმოჩნდა

Published on

ISFED-ში დღეს, 29 იანვარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის უბნებზე შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ დისბალანსზე განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთეს. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლების თქმით, მათ ხელახლა გადაითვალეს საპარლამენტო არჩევნების 850 PVT უბანი და აღმოჩნდა, რომ შემაჯამებელი ოქმებში მეტობით დისბალანსი 8%-ს შეადგენდა. მათი განცხადებით, ოქმებში დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ყოფილი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ დღეს ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადება კიდევ ერთხელ დადასტურებაა იმისა, რასაც ის არჩევნების შემდეგ დაუღალავად ლაპარაკობდა. ნიჟარაძის თქმით, ეს არის შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული პრობლემები და ამის არასათანადოდ შესწავლა.

“ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რასაც არჩევნების შემდგომ დაუღალავად ვლაპარაკობდი — შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული პრობლემები და ამის არასათანადოდ შესწავლა იყო ამ არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ეს არის, რაზეც პასუხი უნდა მოეთხოვოს ხელისუფლებას. ამასთან, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას. თავის დროზე რომ მომხდარიყო ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც ხელისუფლებას ვთავაზობდით, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა”, — წერს ნიჟარაძე ფეისბუქზე.

ის, ასევე, ამბობს, რომ მის არჩევნებზე მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი თავისი წინასაარჩევნო კამპანიით, არჩევნების დღითა და შემდგომ პერიოდში საჩივრების განხილვის პროცესით. ნიჟარაძის თქმით, სწორედ ამან გამოიწვია მწვავე პოლიტიკური კრიზისი.

“იმედია, ამით დამთავრდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე მმართველი პარტიის თავდასხმები, რომელიც რეალური პრობლემების გადაფარვას ემსახურება მხოლოდ და პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად სხვა საშუალებებს გამოიყენებენ.
კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა, ვინც მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა “სამართლიანი არჩევნების” და ასევე, პირადად ჩემ მიმართ”, — აღნიშნავს ნიჟარაძე.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...