მთავარისიახლეებისაზოგადოებამედიაჰოლდინგი "იმედი" გაიყიდა

მედიაჰოლდინგი “იმედი” გაიყიდა

Published on

“იმედი” გაიყიდა. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მფლობელობაში არსებული მედია გიგანტის გასხვისებაზე გადაწყვეტილება მიღებულია და ნებართვაც გაცემულია. ოფიციალურად წილები ჯერ გადაფორმებული არ არის, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ჰოლდინგის გაყიდვაზე, რომელშიც ტელეიმედი, რადიო იმედი და ჯიდიესი შედიან, იმსჯელა. 

კომპანია “მედია პროდაქშენ გრუპმა”, რომლის 100 პროცენტიანი წილი ინა გუდავაძეს – ბადრი პატარკაციშვილის ცოლს ეკუთვნის, წილის გასხვისებაზე თანხმობა კომუნიკაციების კომისისგან გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

მფლობელი ხელისულფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე ხდება. 

“იმედი”, ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიის მფლობელობაში გადადის, რომლის მფლობელები არიან თავად რუხაძე, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, ასევე აშშ-ს მოქალაქე იგორ ალექსეევი და ბრიტანეთის მოქალაქე ბენჟამინ ალბერტ მარსონი.

​აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანს ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე წლების წინ, ბიზნესმენის ქონების არასწორად განკარგვისთვის უჩიოდა და ბრიტანეთის სასამართლომ ისინი გაამტყუნა.

ინფორმაცია “იმედის” ყიდვის შესახებ თავად რუხაძემაც დაადასტურა:

„მე და ჩემი პარტნიორები ვყიდულობთ. უფრო სწორედ, ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო. დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს,“- განაცხადა რუხაძემ “ბიზნესპარტნიორთან”

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...