მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მას შემდეგ, რაც ენგურჰესი გააჩერეს და კაშხალთან წყლის დონემ დაიკლო, ამ ტერიტორიაზე...

„მას შემდეგ, რაც ენგურჰესი გააჩერეს და კაშხალთან წყლის დონემ დაიკლო, ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დავიწყეთ” – დავით ფილფანი

Published on

„მას შემდეგ, რაც ენგურჰესი გააჩერეს და კაშხალთან წყლის დონემ დაიკლო, ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დავიწყეთ, ტერიტორია უკვე დათვალიერებულია დრონების მეშვეობით, მაგრამ ჯერ სიახლე არ არის,” – ამის შესახებ ილია ფილფანის მამამ დავით ფილფანმა განაცხადა.

დავით ფილფანის თქმით, ილიას დაკარგვის გამო, ოჯახმა დაზარალებულის სტატუსი მიიღო და მას საქმის დეტალებთან სრული წვდომა აქვს.

„სამწუხაროდ, ილიას სამძებრო სამუშაოებში ახალი არაფერია, მისი დაკარგვის უამრავი ვერსია არსებობს და რომელიმეს გამორიცხვის საფუძველი ჯერ არ გვაქვს. ამ დროისათვის მის სამძებრო სამუშაოებში არც ჩვენ და არც გამოძიებას რაიმე წინსვლა არ გვაქვს.

მე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ ამ ტერიტორიის დრონების მეშვეობით დათვალიერება ვთხოვე და ეს თხოვნა მათ შემისრულეს, რადგან ტერიტორია ძალიან დიდია და წყლის დონის დაკლების შემდეგ იქ ძალიან ბევრი ტალახია და ყველგან ფეხით მისვლა შეუძლებელია.

ტერიტორიის გარკვეული ნაწილები შრება და ჩვენ ჩვენი ძალებით ვახორციელებთ სამძებრო სამუშაოებს, თუმცა ნებისმიერ დროს შემიძლია დავრეკო და დახმარება მოვითხოვო”, –

მე მივიღე დაზარალებულის სტატუსი, მაქვს უფლება მივიდე პოლიციაში და საქმის ყველა მასალასთან მქონდეს წვდომა. ასევე 24 საათის განმავლობაში მაქვს სამართალდამცველებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კონტაქტი. – განაცხადა დავით ფილფანმა

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...