მთავარისიახლეებისაზოგადოებადეკანოზი თადეოზ სარალიძე საეკლესიო "სასჯელის" სახით მონასტერში განამწესეს

დეკანოზი თადეოზ სარალიძე საეკლესიო “სასჯელის” სახით მონასტერში განამწესეს

Published on

დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელიც არმენოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, საეკლესიო “სასჯელის” სახით მონასტერში განამწესეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით”, — ნათქვამია განცხადებაში.

დეკანოზმა თადეოზმა 24 იანვრის ქადაგებისას  თქვა, რომ უმჯობესია ბავშვი პატარა მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს და “უმაქნისი” იყოს. ამასთან, დეკანოზი ანტისემიტური, არმენოფობიური გამონათქვამებითაც გამოირჩევა. ის, ასევე, კორონავირუსის ვაქცინააციის წინააღდმეგ ქადაგებს და მოსახლეობას მოუწოდებს აცრა არ გაიკეთოს

სიახლეები

თუ შესაძლებელი იქნება, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს – პაპუაშვილი იმედის “ბანკზე”

ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დასანქცირებულ იმედის "ბანკთან" დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ თუ...

შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“ – ტვ “იმედის” განცხადება

თავის ვებგვერდზე ტვ იმედი ავრცელებს განცხადებას, სადაც, გარკვეულწილად, სანქციების თემასაც ეხმიანება. განცხადებიდან ვგებულობთ, რომ...

“თავში მუშტები ჩამარტყა…” – ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ

საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად ცნობილ პოლიციელს ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ:       ...

სოციალურ ქსელზე უკანონო წვდომა მოიპოვა, ინტიმური ფოტო გადმოწერა და აშანტაჟებდა – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. "ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ...