მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Published on

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 850 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 287-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 932 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 246 459-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 127 პირი ემსხვერპლა.

სიახლეები

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022...

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა  ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ...

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...