მთავარისიახლეებისამართალინატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. სასამართლომ მათ 20-20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გათავისუფლდნენ, მათ გირაოს გადასახდელად 30 დღის ვადა აქვთ.

სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა ივერი მელაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

პროკურატურამ პროცესზე თითოეული ბრალდებულისთვის   30-30 000-ლარიანი გირაო მოითხოვა,ასევე, მათი თქმით, ბრალდებულებს გაფრთხილების გარეშე საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ უნდა მიეცეთ. დაცვის მხარე პროცესზე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა, ისინი ბრალდებულების აღკვეთის გარეშე გათავისუფლებას ითხოვდნენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...