მთავარისიახლეებიმსოფლიოსენატმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენი დაამტკიცა

სენატმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენი დაამტკიცა

Published on

სენატმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენი დაამტკიცა.  მას ხმა 78-მა სენატორმა მისცა, 22 წინააღმდეგი იყო.

ბლინკენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მუშაობდა. გარდა ამისა, ის ბაიდენის მრჩეველიც იყო. აღნიშნულ პოსტზე მის წარდგენასთან დაკავშირებით ამერიკულ მედიაში დიდი ხანი საუბრობდნენ.

როგორც The Guardian წერს ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად და ქვეყნის მთავარ დიპლომატად მისი დიდი ხნის მრჩეველი წარადგინა, რადგან მისი ადმინისტრაცია ცდილობს, აღადგინოს ურთიერთობა მოკავშირე ქვეყნებთან, რომელიც ტრამპმა დააზიანა.

ბლინკენის განცხადებით, თუ საქართველო NATO-ს წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მაშინ NATO-ს კარი ქვეყნისთვის ღია უნდა დარჩეს. ამის შესახებ მან სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე ისაუბრა.

ერთ-ერთი სენატორის ჩაკითხვას კი, რომ საქართველოს NATO-ს წევრობა რუსეთთან ომს გამოიწვევდა, ბლინკენმა უპასუხა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც წევრები არ არიან.

“სიმართლე გითხრათ, საწინააღმდეგოს ვფიქრობ. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან და [უსაფრთხოების] ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული. ეს აჩვენებს იმას თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი [ნატოს წევრებს]”, — განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენი შეცვლის დონალდ ტრამპის მთავრობის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეცვლის

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...