მთავარისიახლეებიმსოფლიობაიდენმა ნავალნის საკითხზე რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთება გამოხატა

ბაიდენმა ნავალნის საკითხზე რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთება გამოხატა

Published on

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოხატა მოსკოვის მიერ ალექსეი ნავალნის მოპყრობის  გამო.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, თუ როგორ უპასუხებს ნავალნის სიტუაციას. ამასთან ერთად, მას იმედი აქვს, რომ აშშ და რუსეთი შეძლებენ ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, რაც ორივესთვის სასიკეთო იქნება. მან აღნიშნა, რომ აშშ-მ და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ ბირთვული შეიარაღების კონტროლზე. 

“ჩვენ ორივეს შეგვიძლია, ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ორმხრივი ინტერესების შესაბამისად, [მაგალითად] როგორიცაა ახალი სტარტის შეთანხმება და [ამავდროულად] განვუმარტოთ რუსეთს, რომ ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მათი საქციელი, იქნება ეს ნავალნი, იქნება ეს Solar Winds, თუ ავღანეთში ამერიკელების გამო დაწესებული ჯილდოს ცნობები”. –თქვა მან. 

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს, რუსეთთან დადებულ იარაღზე კონტროლის შეთანხმება START 5 წლით გახანგრძლივდეს.

ბაიდენმა აშშ-ზე ჰაკერულ თავდასხმაზე, რაშიც რუსეთს სდებენ ბრალს და ასევე გასულ წელს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთმა თალიბანს ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვისთვის თანხის გადახდა შესთავაზა, თქვა, რომ მან სპეციალურ სააგენტოებს სთხოვა, ეს საკითხები საფუძვლიანად გაეცნოთ მისთვის, მიეწოდებინათ ყველა ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე არიან – “უყოყმანოდ წამოვწევ ამ საკითხებს რუსებთან”.

24 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მთავრობას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნისა და მის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...