სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
291

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 107 თბილისში, 44 იმერეთში, 32 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 253 816-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 311 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 243 396-მდე.

წინა სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაNDI: გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 12%-მა – არ იცის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური