მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,კრემლი დამნაშავეა ქართველების ეთნიკურ წმენდაში და არაადამიანურ მოპყრობაში'' - The Guardian

,,კრემლი დამნაშავეა ქართველების ეთნიკურ წმენდაში და არაადამიანურ მოპყრობაში” – The Guardian

Published on

რუსეთმა საქართველოსთან ომში ადამიანის უფლებები დაარღვია – სტრასბურგის გადაწყვეტილებას რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ, ბრიტანული The Guardian ეხმაურება.”ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიხედვით მოსკოვი პასუხისმგებელია, საქართველოს მოქალაქეების დახოცვაზე, მათი სახლების დაწვასა და მოროდიორობაზე.

კრემლი დამნაშავეა ქართველების ეთნიკურ წმენდაში და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც მოიცავს ქართველ ტყვეთა წამებას და საქართველოს მოქალაქეების სამხრეთ ოსეთში განდევნას” – წერია Guardian–ის სტატიაში

სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ სასამართლოს ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა სიკვდილამდე სცემეს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცი, ასევე, “ქვეყანაში გაგზავნეს ტანკები, დაბომბეს მოსახლეობა და სამხედროები”, ბოლომდე გადაწვეს სოფლები, შემდეგ კი ლტოლვილი მოსახლეობის უკან დაბრუნებას ხელი შეუშალეს.

“ხუთ დღეში რუსულმა ბომბდამშენებმა საქართველოზე ასზე მეტი თავდასხმა მოაწყვეს, ბომბები დასახლებულ ტერეტორიებზე ცვიოდა, უდანაშაულო ხალხი დაიხოცა და დასახიჩრდა, ლეტალური თავდასხმა იყო ქალაქ გორზეც” – სტატიაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ ამ ყველაფრის მტკიცებულებები, მოწმეების ჩვენებების, სატელიტის კადრების და ფოტო–ვიდეო მასალის სახით წარადგინა

სტატიას ერთვის ფოტო ” ცხინვალთან ახლოს, თავიანთი სოფლის დატოვების გამო, ქართველი ქალები ტირიან” –

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...