სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველომ რუსეთს დავა მოუგო

0
341

სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა.

დიდმა პალატამ გადაწყვეტილება ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში, თავდაპირველად, სარჩელი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე შეიტანა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საბოლოო ფორმით ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვალს წარედგინა.

მასში საქართველო რუსეთს ბრალს დებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა და მის კონტროლ ქვეშ მყოფმა სეპარატისტული რეგიონების ძალებმა განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები განახორციელეს მშვიდობიან მოქალაქეებზე და მათ ქონებაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება:

სიცოცხლის უფლებას;
წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას;
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას;
პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას;
ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას;
საკუთრების დაცვის უფლებას;
განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას.
რუსეთი ყველა ამ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომელთაც, მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვისთვის საჭირო მტკიცებულებები არ ახლავს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმები მის სამხედრო ძალებს არ დაუწყიათ და რომ მისი შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას საქართველოს თავდასხმისგან იცავდნენ.

აგვისტოს ომთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის გარდა, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დაწყების მოლოდინშია, დაახლოებით, ორი ათასამდე ინდივიდუალური სარჩელი, რომლებიც ამავე ომს უკავშირდება.

წინა სტატია“გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე”- გადაცემის სტუმარია რესტორატორი მათე გულორდავა [Video]
შემდეგი სტატიაპრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერებად დავით ზალკალიანი და მაია ცქიტიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური