მთავარისიახლეებისაზოგადოებახელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტებმა ზუგდიდში საპროტესტო...

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს

Published on

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტებმა დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს და კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები ფოტოსურათებით “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს”

“ჩვენი მიზანია, რომ იდეაში ეს პროტესტი მთელ ქვეყენას მოედოს, ყველა ის ადამიანი, ვინც არის აღშფოთებული და ვისაც სურს ცვლილებები ამ ქვეყანაში, ჩაერთოს ამ საპროტესტო მოძრაობაში. შევქმნით სამოქალაქო კოალიციას, ეს იქნება განაცხადი, რომ ქართველი ხახლი არ ეგუება გაყალბებულ არჩევნებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დაინიშნოს ვადამადელი არჩევნები”, – ამბობს აქტივისტი, გიორგი მომლაძე. აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ლაშა ელიაძის თქმით, დასავლეთ საქართველოში მათი გეგმაა რაც შეიძლება მეტი რაიონის მოცვა, ქალაქებსა და სოფლებში მისვლა. დღის ბოლოს აქტივისტები სამოქალაქო კოალიციას დააფუძნებენ. ბათუმის, თბილისისა და თელავის მსგავსად, საპროტესტო კარავების დადგმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში იგეგმება.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...