მთავარისიახლეებისპორტიქართველმა მოჭიდავეებმა საფრანგეთის გრან პრიზე ათი შესაძლებლიდან ცხრა მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭიდავეებმა საფრანგეთის გრან პრიზე ათი შესაძლებლიდან ცხრა მედალი მოიპოვეს

Published on

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კორონავირუსით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო არენას ბრწყინვალე შედეგით დაუბრუნდა. ნიცაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – გრან პრიზე, გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი გუნდი ათკაციანი შემადგენლობით ჩავიდა და ცხრა მედალი მოიპოვა – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო

ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში, ფინალში ქართველები გავიდნენ. ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) გადამწყვეტი შეხვედრებიც მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. დავით ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან უმედლოდ მხოლოდ დათო მარსაგიშვილი (86 კგ) დარჩა. საპრიზო სამეულამდე მას ერთი ნაბიჯი დააკლდა – რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და ტურნირი მეხუთე ადგილით დაასრულა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...