მთავარისიახლეებისპორტიქართველმა მოჭიდავეებმა საფრანგეთის გრან პრიზე ათი შესაძლებლიდან ცხრა მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭიდავეებმა საფრანგეთის გრან პრიზე ათი შესაძლებლიდან ცხრა მედალი მოიპოვეს

Published on

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კორონავირუსით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო არენას ბრწყინვალე შედეგით დაუბრუნდა. ნიცაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – გრან პრიზე, გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი გუნდი ათკაციანი შემადგენლობით ჩავიდა და ცხრა მედალი მოიპოვა – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო

ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში, ფინალში ქართველები გავიდნენ. ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) გადამწყვეტი შეხვედრებიც მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. დავით ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან უმედლოდ მხოლოდ დათო მარსაგიშვილი (86 კგ) დარჩა. საპრიზო სამეულამდე მას ერთი ნაბიჯი დააკლდა – რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და ტურნირი მეხუთე ადგილით დაასრულა.

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...