მთავარისიახლეებისამართალიკასპის თავდასხმაში ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

კასპის თავდასხმაში ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

Published on

კასპის თავდასხმაში ბრალდებულმა გიორგი მენაბდიშვილმა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. ბრალდებული უარს ამბობს ადვოკატთან შეხვედრაზეც. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 იანვარს, 27 წლის გიორგი მენაბდიშვილი კასპში სპეცოპერაციის დროს დააკავეს და მას  გამოძიება მძევლების აყვანას ედავება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მენაბდიშვილი საწარმოში დილით ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, მოგვიანებით კი,   შსს-სგან მოითხოვა მანქანა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა. 

ცნობილი ხდება, რომ მენაბდიშვილს დავა ჰქონდა ზემოხსენებულ ქვის საწარმოს მეწილეებთან. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, მენაბდიშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე პოლიციაში გამოძიებაა დაწყებული, ვინაიდან ოჯახის ინფორმაციით, მას ბიზნეს-პარტნიორები ემუქრებოდნენ.

გიორგი მენაბდიშვილის ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა დანაშაული მხოლოდ საკუთარი ოჯახის დასაცავად ჩაიდინა, რადგან ის სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. “ამ ბავშვმა ეს საქმე იმიტომ ჩაიდინა, რომ პოლიციის ყურადღება მიექცია. ის არც ფულს ითხოვდა, არაფერს, ის ითხოვდა, რომ სიცოცხლე გადაერჩინათ მისი ოჯახის. ფიქრობდა, რომ იქნებ მე რომ წავალ ცოლ-შვილს თავი დაანებონო. ძალიან შეშინებული იყო”, – ამბობს გიორგი მენაბდიშვილის ოჯახის წევრი. 

მენაბდიშვილი წარსულში პოლიციის სისტემაში მუშაობდა. ოჯახი ირწმუნება, რომ ქვის საწარმოში თავად მენაბდიშვილი 10-პროცენტიან წილს ფლობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...