ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ წყვეტს

0
181

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის განცხადებით, ქართველ პრიმა-ბალერინასთან, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ აუქმებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანანიაშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მოლაპარაკება უკვე გამართეს.

“მხარეების შეთანხმებით, გადაწყდა ადრე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა”, – წერია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ გასაფორმებელი კონტრაქტის გადახედვა თეატრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მაშინდელ განცხადებაში რუსული მხარე აღნიშნავდა, რომ ხელმძღვანელის სახელის გამოცხადება მისი გუნდის წინაშე ოფიციალურ წარდგენამდე, დასის უპატივცემულობა იყო.

9 იანვარს თეატრმა კონტრაქტი დროებით შეაჩერა და გადაწყვიტა, რომ საკითხი სამხატვრო ხელმძღვანელისა და ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილიყო.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ 2021 წლიდან რუსეთის ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იქნებოდა. ამ თემაზე მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა, თავად ანანიაშვილმა კი განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, პარალელურად, ქართული დასის ხელმძღვანელადაც დარჩებოდა.

წინა სტატიაქრთამის აღების ფაქტზე ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატიარელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ბუკნარში – მუსლიმმა მრევლმა პოლიციის კორდონი გაარღვია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური