მთავარისიახლეებისაზოგადოებანოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ წყვეტს

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ წყვეტს

Published on

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის განცხადებით, ქართველ პრიმა-ბალერინასთან, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ აუქმებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანანიაშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მოლაპარაკება უკვე გამართეს.

“მხარეების შეთანხმებით, გადაწყდა ადრე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა”, – წერია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ გასაფორმებელი კონტრაქტის გადახედვა თეატრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მაშინდელ განცხადებაში რუსული მხარე აღნიშნავდა, რომ ხელმძღვანელის სახელის გამოცხადება მისი გუნდის წინაშე ოფიციალურ წარდგენამდე, დასის უპატივცემულობა იყო.

9 იანვარს თეატრმა კონტრაქტი დროებით შეაჩერა და გადაწყვიტა, რომ საკითხი სამხატვრო ხელმძღვანელისა და ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილიყო.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ 2021 წლიდან რუსეთის ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იქნებოდა. ამ თემაზე მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა, თავად ანანიაშვილმა კი განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, პარალელურად, ქართული დასის ხელმძღვანელადაც დარჩებოდა.

სიახლეები

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...

ფონიჭალაში 7 პირს ეძებენ, მათ შორის 3 ბავშვია

ქვემო ფონიჭალაში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, ნანგრევებში შვიდ ადამიანს ეძებენ. მათ შორის სამი...

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მაშველებმა...

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...