მთავარისიახლეებიმსოფლიომაიკ პენსი დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია

მაიკ პენსი დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია

Published on

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია.

„არ მიმაჩნია, რომ მოქმედების ასეთი კურსი ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს ან ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება ”, – წერს პენსი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თუკი ვიცე-პრეზიდენტი უარს იტყოდა 25-ე შესწორების ამოქმედებაზე, მაშინ წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებდა.

თუ პალატის 435 წევრის უმრავლესობა ე.წ. ”იმპიჩმენტის მუხლებს” დაამტკიცებს, პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელიც სასამართლო მოსმენის მსგავს პროცესს გამართავს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის დადანაშაულებისა და გადაყენებისთვის სენატის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.

„დემოკრატებმა“ წარმომადგენელთა პალატაში ოფიციალურად წარადგინეს რეზოლუციის პროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით „ამბოხის წაქეზებაში“ ადანაშაულებენ. დოკუმენტში მოთხოვნილია, რომ მოქმედ პრეზიდენტს გამოეცხადოს იმპიჩმენტი, მომავალში კი მას აეკრძალოს ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის დაკავება.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...