მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს

Published on

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა პალატის 223-მა წევრმა მისცა, წინააღმდეგი კი 205 წავიდა.

რეზოლუცია ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გამოიყენოს 25-ე შესწორების მე -4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მოიწვიოს და მოახდინოს მთავრობის აღმასრულებელი დეპარტამენტების მთავარი ოფიცრების მობილიზება კაბინეტში, რათა განაცხადონ ის, რაც აშკარაა: რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თანამდებობით დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულება.“

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზდენტმა მაიკ პენსმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია. „არ მიმაჩნია, რომ მოქმედების ასეთი კურსი ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს ან ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება ”, – წერს პენსი.

რამდენიმე დღის წინ ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თუკი ვიცე-პრეზიდენტი უარს იტყოდა 25-ე შესწორების ამოქმედებაზე, მაშინ წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...