მთავარისიახლეებისაზოგადოებაალიო ქობალიას „ქართულ-მეგრული ლექსიკონი“ გამოიცა

ალიო ქობალიას „ქართულ-მეგრული ლექსიკონი“ გამოიცა

Published on

ალიო ქობალია – „ქართულ-მეგრული ლექსიკონი“ უკვე გამოიცა. წინამდებარე ლექსიკონი ქართულ-მეგრული ლექსიკონის გამოცემის პირველი ცდაა. შექმნილია 2010 წელს „არტანუჯის“ მიერ გამოცემული ალიო ქობალიას „მეგრული ლექსიკონის“ ბაზაზე.

ლექსიკონი მოიცავს დაახლოებით 100 000-მდე სიტყვას. ლექსიკონში წარმოდგენილი მეგრული სიტყვების უდიდესი ნაწილი ეფუძნება აფხაზეთსა და სამეგრელოში საველე მუშაობისას მოძიებულ მასალებს, აგრეთვე, მეგრულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიულ მასალებში დაფიქსირებულ, ენათმეცნიერთა მიერ გაანალიზებულ ლექსიკურ ერთეულებს. ის ეტიმოლოგიური და ენციკლოპედიური ლექსიკონის ნიშნებსაც ატარებს. ლექსიკონში უხვადაა ფრაზეოლოგიური გამოთქმები, მეგრულ წეს-ჩვეულებებთან და რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული ცნებები, ამდენად, გარდა ენათმეცნიერულისა, დიდია ლექსიკონის მნიშვნელობა მეგრული ენობრივი და მსოფლმხედველობრივი სამყაროს უკეთ გაცნობის თვალსაზრისით. „ქართულ-მეგრული ლექსიკონი“ არამეგრულენოვან და მეგრულენოვან მკითხველს აძლევს საშუალებას ადვილად მოიძიოს სასურველი ქართული სიტყვის მეგრული თარგმანი და, მისი აგების ბუდობრივი პრინციპიდან გამომდინარე, მასთან შინაარსობრივად დაკავშირებული ლექსიკური ერთეულები. ლექსიკონი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართველური ენების, კერძოდ, მეგრულის დაცვა-პოპულარიზაციის საქმეში. წიგნი გამოიცა მეღვინეობა „ხარებას“ საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით. გვერდების რაოდენობა – 1046 გვ. ლექსიკონი გამომცემლობა “არტანუჯმა” გამოსცა.

ამჟამად წიგნის შეძენა მსურველებს შეუძლიათ თბილისში წიგნის მაღაზია “შაქრო ბაბუა”-ში. მისამართი, ილია ჭავავაძის გამზირი, ნომერი 17.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...