მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ ხელახალი არჩევნები არ იქნება, იქნება პოლიტიკური კრიზისი - ოპოზიციის გზავნილი "ოცნებას"

თუ ხელახალი არჩევნები არ იქნება, იქნება პოლიტიკური კრიზისი – ოპოზიციის გზავნილი “ოცნებას”

Published on

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარკებების მეხუთე რაუნდი უნდა გაიმართოს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნები, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათვისუფლება, არ შეიცვლება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ოცნება” ახალი წევრების შეყვანით პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს, რადგნ ახალი წევრების “ოცნებაში” შედიან.

“მთავარი საკითხებია, პოლიტპატიმრების გამოშვება, შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება და ვადამდელი არჩევნები, თურქმენიზაცია არ დასრულდება, ახლები თუ ვინმე შევა ისინიც ოცნებაში შევლენ.” – ამბობს ენმ–ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი მთავარ არხზე

“მცდელობები, რომ რამენაირად ვიღაცა შეეტყუებინათ, დაეშანტაჟებინათ და შეეყვანათ პარლამენტში, აჩვენებს, რომ ისინი სერიოზულად არ უყურებენ იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია, უბრალოდ მათ უნდათ, სურათი დახატონ თითქოს ოპოზიცია არის პარლამენტში და მრავალპარტიულია “ – ამბობს “გირჩი– მეტი თავისუფლება” –ის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე

ოპოზიციში, ამბობენ, რომ თუ “ოცნება” კომპრომისზე არ წამოვა, შეთანხმება ვერ შედგება. სერგო ჩიხლაძის თქმით, “ქართულ ოცნება” ოპოზიციის შეთავაზებულ პლებისციტზეც წინადადებას არ აყენებს.

“ოცნების” წევრი გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ ოპოზიციამ “ოცნების” აზრი კარგად იცის: “ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, ჩვენთვის რა არის წითელი ხაზი, რაზეც არ გადავალთ, ეს არის ის, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება” – ამბობს გიორგი კახიანი.

სიახლეები

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...