მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრის დადგენის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება.“- აცხადებს...

„საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრის დადგენის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება.“- აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება

Published on

„მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. საზღვრის საკითხებზე, იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ.

სამინისტროს განმარტებით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და არ შეცვლის თავის უკანონო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

„მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. “საზღვრის” საკითხებზე იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი ნებისმიერი შეთანხმება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასდება, როგორც ევროპაში სახელმწიფოთა სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობად რუსეთის მიერ. შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აცხადებენ უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

2 იანვარს ვლადიმირ პუტინმა თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა მიხაილ პეტრაკოვი, რომელსაც დაევალა სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, როგორც რუსული მედია იუწყება, „საქართველოსთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან“.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...