მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საქართველო ყოველ წელიწადს მშვენდებოდა და ვითარდებოდა. ეს დრო ისევ დაბრუნდება!'' - მიხეილ...

,,საქართველო ყოველ წელიწადს მშვენდებოდა და ვითარდებოდა. ეს დრო ისევ დაბრუნდება!” – მიხეილ სააკაშვილი გვილოცავს

Published on

საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ულოცავს. მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბათუმში, ასევე პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილებს მიმართავს:

ვულოცავ ყველა ქართველს, მთელს მსოფლიოში დამდეგ ახალ წელს! ვულოცავ ყველა ჩემს თანამებრძოლს, რომელმაც არამხოლოდ ხელები არ ჩამოუშვა, არამედ როგორც არასდროს, ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა, ქართველ ხალხს დაუბრუნოს 2020 წელს მოპოვებული გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. იმისათვის, რომ 2021 წელს უზურპატორმა ვერ შეძლოს ფეხის მოკიდება და საქართველოს ბოლომდე ჯიბეში ჩადება. ასეთი მუხტი და ერთიანობა რომელიც ახლა არის საქართველოში, მე არ მახსოვს ვარდების რევოლუციის და ეროვნული მოძრაობის შემდეგ.

მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ახლა საპროტესტო კარვებში ათენებს ღამეს, ვინც თავისუფლების ზონაშია ბათუმში, ვინც სახლშია და სვამს საქართველოს განთავისუფლების და მომავლის სადღეგრძელოს და ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ვუსურვო ამ ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინება 2021 წელს, რაც შეიძლება მალე.

განსაკუთრებით, ცალკე მინდა მივულოცო ახალი წელი პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილებს, დარწმუნებული ვარ ეს წელი მათი განთავისუფლების და ჩვენი სამშობლოში დაბრუნების წელი იქნება.

იყო რამდენიმე წელიწადი, როდესაც ყოველი ახალ წელს შეგვეძლო მოგვეყოლა – რამდენად წინ წავიდა საქართველო გასულ წელს, რამდენად დიდი გეგმები გვქონდა განსახორციელებელი და ამ გეგმებს ვახორციელებდით.როდესღაც საქართველოს, თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, ამერიკის პრეზიდენტმა, უწოდა დემოკრატიის შუქურა მთელი მსოფლიოსთვის.

დღეს კი ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ არ ვიყოთ ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა რეგიონში დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხით ისევე, როგორც ეკონომიკური განვითრებით. მაგრამ, ეს ბრწყინვალება აუცილებლად აღდგება, ვინაიდან ჩვენმა თაობამ უკვე შეძლო მისი შექმნა და მსოფლიოსთვის გაცნობა.

საქართველო ყოველ წელიწადს მშვენდებოდა და ვითარდებოდა. ეს დრო ისევ დაბრუნდება!

ქართველები ვართ ძალიან ნიჭიერი ერი და ბევრად უკეთეს ცხოვრებას ვიმსახურებთ.

ყველაფერი კარგად იქნება!

2020 წელი იყო ჩვენი გამარჯვების წელიწადი, 2021 წელი ამ გამარჯვების გაფორმების წელიწადია!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...