მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს, 31 დეკემბერს, კომენდანტის საათი ერთი ღამით მოიხსნება

დღეს, 31 დეკემბერს, კომენდანტის საათი ერთი ღამით მოიხსნება

Published on

დღეს, 31 დეკემბერს, კომენდანტის საათი ერთი ღამით მოიხსნება, მოქალაქეებს საღამოს 9 საათის შემდეგაც თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ.

აღნიშნული შეზღუდვა ხვალ, პირველი იანვრიდან ისევ აღდგება.

რაც შეეხება შობის ღამეს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო დროს დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, კომენდანტის საათი კიდევ ერთხელ, 6 იანვრის ღამეს მოიხსნება. ამ შემთხვევაშიც ხალხი 6 იანვარს, საღამოს 9 საათის შემდეგაც, შეუზღუდავად გადაადგილდებიან.

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება 28 ნოემბერს შეჩერდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სხვა შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, უნდა აღდგენილიყო 24 დეკემბრიდან 2-იანვრამდე, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა ძალაში დარჩა.

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში დაშვებულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა, თუმცა, დამატებითი რეგულაციების პირობებში. კერძოდ, სამუშაო საათები განისაზღვრა დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაშვებულია ერთი მომხმარებელი. შიდა და გარე სივრცეში რიგები უნდა გაკონტროლდეს. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინგაყიდვების დროს. ამის მიზეზი კი, როგორც ცქიტიშვილმა თქვა, ისაა, რომ მაღაზიაში ბევრი ადამიანის კონცენტრაცია არ მოხდეს.

დამატებითი შეზღუდვები შეეხება ტანსაცმლის მაღაზიებსაც, სადაც გასახდელები აღარ მუშაობს. გარდა ამისა, მაღაზიებმა პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა უნდა დაუშვან ერთი თვის ვადაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...