ლაზეთში ჩენებური ახალი წელი ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ შობას, რომელსაც ქირსეს ეძახიან, სრულიად განსაკუთრებულად ხვდებიან, თითქმის ისევე, როგორც მეგრელები, საზოგადოდ ქართველები.
ტრადიციაშემონახული ლაზები განსაკუთრებლად აღნიშნავენ კუჩხასაც, ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ლაზებისთვის. ლაზებს აქამდე შემორჩათ ჯვრის მიმართ გარკვეული რიდი და მოკრძალება, უფრო სწორად, თუ რწმენა არა, პატივისცემა მაინც, ეს განსაკუთრებით ვლინდება შობა-ახალი წლის აღნიშვნაში, რომლის სამზადისი დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის იწყება ლაზურ სოფლებში. მეზობელი თურქები ამ სამზადისს “გურჯულ” ბაირამობას უწოდებენ.
საგანგებოდ “კუჩხასთვის” მზადდება ტკბილეული, რომელიც სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს. სიტკბო დაგებედებაო , ხშირად კვერებზე ჯვარსაც გამოსახავენ.
ამაშივლინდება ის, რომ ლაზებს აქამდე შემორჩათ ჯვრის მიმართ გარკვეული რიდი და მოკრძალება, უფრო სწორად, თუ რწმენა არა, პატივისცემა მაინც,
“სამწუხაროდ, ჯვარს ჩვენთვის უკვე აღარ აქვს ის დანიშნულება, რაც მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ის ჩვენთვის რაღაც ქართულთან, მშობლიურთან გვაკავშირებს და მხოლოდ ხვავისა და ბარაქის ნიშნად ვიყენებთ. როცა დედა პურებს აცხობდა, ცომს ზედ ჯვრის გამოსახულებას უკეთებდა. სახლის შესასვლელ კარებზეც ჯვარია გამოსახული, ავი თვალისგან იცავსო. მე არა, მაგრამ მამაჩემს ახსოვს, ბებიაჩემი მარჯვენა მაჯაზე მომცრო ზომის, ხელით შეკერილ ტყავის ნივთს უკეთებდა, რაზეც ჯვარი იყო ამოქარგული…- წერენ ლაზები.
ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლის “ქუჩზუღას” (ჩიჩილაკი, მეგრულად “ქუჩუჩი”), რომელსაც თავზე ხისავე ჯვარი უკეთდება. “ქუჩზუღა” თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვება. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლი და მანდარინი უკეთდება. ბარაქიანობის ნიშნად ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებენ.
ჩიჩილაკს ქალები რთავენ, მაგრამ იმ დღის მერე ჩიჩილაკის დაშლამდე მათ არ შეუძლიათ ჩიჩილაკს თითიც მიაკარონ.ღორს ჩვენგან განსხვავებით არ კლავენ. ,,ჩვენ ვიცით, რომ ახლობელი მეგრელები ამ დღეს ღორს კლავენ. იმ ცნობილი მიზეზის გამო, რომ ჩვენთან ღორის ხორცი საერთოდ გამოყენებაში არ არის, ეს პირუტყვი მუსლიმანური სამყაროდან საერთოდ “ამოგდებულია”, – აცხადებენ ლაზები/.
ლაზურ კუჩხაში უცილობელი ამბავია რიტუალური გასვლა ზღვაში და თევზაობა . თევზს კუჩხაშ ტაბლისთვის განსაკუთრებიოთ არჩევენ, ძირითადად ზუთხისას, თიუმცა ტი ზუთხი ვერ ..მოინადირეს” სადაგი სუფრის ატრიბუტი ქაფშიაც კი დასაშვებია
“ქირსედღას” მოლა მთვარის ფორმის, პატარა ზომის პურებს “თუხაქუბალს არიგებს, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა აუცილებლად უნდა მიირთვას. ამ დღეს სახლის “ქარქანში”, ბანზე წითელ ნაჭრებს კიდებენ. ესეც ძველი ტრადიციაა, /
ლაზებში 15 იანვარი საზოგადოდ “მძიმე დღეა სტუმრიანობისთვის და ბევრი იკავებს თავს ოჯახში დაუპატიჟებლად მისვლისგან. რაც შეეხება მეკვლეს, “კუჩხას” დღეს ყველას ჰყავს “კარგი” ფეხის მქონე სტუმარი, რომელსაც საჩუქრებით ხვდებიან. ის აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს. მას საგანგებოდ არჩევენ და თხოვენ მეკვლეობას.
“კუჩხა” აუცილებლად კაცის საქმეა. ამ დღეს ოჯახში უცხო ქალის შემოსვლა არც ერთ ლაზს არ უხარია. ლაზეთში ქალის ფეხი ცუდად აქვთ დაცდილი. კუჩხა დღეს მოლა მთვარის პურს, ” ქალს არაფრით მისცემს. საერთოდაც, ქალები ამ დღეს წმინდა ადგილებზე გავლას ერიდებიან და ცდილობენ იმ დღეს სახლიდან არ გამოვიდნენ.
ახალი წლის ღამეს მეკვლე უმეტესად, ოჯახის უფროსია. როდესაც საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, ის სხვებისთვის შეუმჩნევლად, გარეთ გავიდის, თან სურსათ-სანოვაგით სავსე კალათას და ჩიჩილაკს გაიტანს, იმ ღამეს გარეთ გაათევს უთენია კი დგება, ხელში აიღებდ ჩიჩილაკს, ხონჩას, რომელზედაც დევდ ღერღილი და მასში შთაფლული ხურდა ფული, ტკბილეული და ყურძნის წვენით გაზავებული სუფთა, ახალი წყალი, ამ უკანასაკნელს“ჯაბალგა” ჰქვია და ლაზების რწმენით ჯანმრთელობის მომტანია. საერთოდ, სუფთა წყალი ლაზურ სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს, თუნდაც ჩვეულებრივი დღე იყოს, . წყალი ალაჰის ცრემლია და მუსლიმმა აუცილებლად უნდა მიიღოს, მით უფრო ასეთი მნიშვნელოვან დღესო.
ამ დღისთვის საგანგებოდ მზადდება ყურძნის წვენიც. ზოგიერთ ღარიბ ოჯახს, ვისაც ყურძნის წვენი არა აქვს, შეუძლია წყალში მურაბა ან უბრალოდ შაქარი ჩაყაროს და ისე დაატკბოს, მაგრამ ეს უკვე “ის” არ არის, რაც ალაჰის ცრემლად იწოდება .
ასე დახუნძლული და სახეზე ყაბალაფარებული “მოკუჩხური” ტრადიციაშემონახულ ლაზბში მიადგება სახლის კარებს, აუცილებლად სამჯერ დააკაკუნებს . “მინ ორერ?” (“ვინ ხარ?”), – შეეკითხებიან შიგნით მყოფნი.
“აღანი წანა თქვანი კაი იყვას, პოტე კაი ძირათ დო ხელება დო კაიობათე დოსქიდათ! ირიაშ ხვამ ყოფედას და ირიაშ ჯგირობუა” (“ახალი წელი თქვენთვის კარგი იყოს, სულ სიკეთე გენახოთ და სიხარულითა და სიკეთით იცხოვრეთ! სულ დალოცვილები იყავით და კარგად იყავით”), – პასუხობს მეკვლე გარედან. მერე კარს გაუღებენ და სახლში შეიყვანენ.
მეკვლე ჩიჩილაკის დადგმამდე იკითხავს: “ოხორმანჯე სორენ?” (“ოჯახის პატრონი, უფროსი კაცი სად არის?”) ამ დროს მას ოჯახის უფროს ვაჟიშვილზე მიუთითებენ და ისიც ჩიჩილაკს მას გადასცემს. თუ ოჯახში ვაჟი არ ჰყავდათ, მეკვლეს ასე ეტყვიან: “ოხორმანჯე ვარ მუხთიმუნ, ლაქინ კულანი ჰაქ მიონუნან” (“ოჯახის უფროსი არ მოსულა, ქალიშვილი კი აქ გვყავს”). მეკვლე ანუ იგივე ოჯახის უფროსი, ქალიშვილს დალოცავს და ოჯახს ვაჟიშვილის გაჩენას უსურვებს.
შემდეგ მამაკაცები ზღვაში საბანაოდ მიდიან რომ ახალი წლის შემობრძანებას სუფთად დახვდნენ. ეს ტრადიცია ახლაც არის, მაგრამ ახლა ქალებიც მიდიან, ოღონდ საბანაოდ ცალ-ცალკე ადგილს ირჩევენ.
ახალი წლის წინა დღეებში ლაზები ფანდურზე ძალიან ტკბილ, ახალი წლის შესაგებებელ სიმღერებსა და “ოდაბადეშ ობირეშებს” (“სიმღერა სამშობლოზე”) მღერიან, ყოველ შემთხვევაში ეს ტრადიცია აქ გენეტიკურად ახსოვთ .