მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟურნალისტი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა

ჟურნალისტი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა

Published on

ჟურნალისტი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. როგორც ხოფერია “მთავარ არხთან” საუბრისას აღნიშნავს, გადაწყვეტილება მისთვისაც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი და მას დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს. 

ხოფერია ამბობს, რომ შეთავაზება ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძისგან მიიღო. 

“რამდენიმე დღე მივიღე ამ შემოთავაზებაზე და შემდეგ უკვე დავთანხმდი. ეს სამინისტრო აერთიანებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას განათლებისა და კულტურის, მეცნიერების, სპორტის მიმართულებას. ამავდროულად ისტორიულ მემკვირდეობას აფხაზეთში, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვნად წამოსაწევი იქნება. დღეს არის ჩემი პირველი სამუშაო დღე”, – ამბობს ეკა ხოფერია.

ხოფერიას თქმით, ჯერ რეფორმებზე საუბარი ნაადრევია. ჟურნალს “სითიში” კი მის ნაცვლად, რედაქტორი თანადამფუძნებელი და ეკა ხოფერიას და, თეა ხოფერია იქნება.

შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” ინფორმაცია,, რომ ეკა ხოფერია აღნიშნულ პოზიციაზე ინიშნებოდა 27 დეკემბერს გაავრცელა. მოქმედი მინისტრის, როლანდ ნიჟარაძის, აზრით, ჟურნალიტს შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს და შესაძლო ცვლილებებს გავლენებს უკავშირებს.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...