მთავარისიახლეებისამართალიივერი მელაშვილის წერილი ციხიდან: ,,ამ საქმეში იკვეთება ივანიშვილის მთავრობის ფარული, პოლიტიკური...

ივერი მელაშვილის წერილი ციხიდან: ,,ამ საქმეში იკვეთება ივანიშვილის მთავრობის ფარული, პოლიტიკური მიზნები”

Published on

დავითგარეჯის საქმეზე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული კარტოგრაფი ივერი მელაშვილი საქართველოს საზოგადებას ციხიდან უგზავნის წერილს, რომელშიც თავისი დაკავებისა და ზოგადად, მისი საქმის დეტალების შესახებ საუბრობს (წერილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი დებატები”თამარ ბაღაშვილმა გაასაჯაროვა.)

“უპირველეს ყოვლისა, ჩემი მხარდაჭერისთვის, უდიდეს მადლობას მოვახსნებ ჩემს კოლეგებს საგარეო საქმეთა სამინიტროდან, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებს და მასმედიის სხვა საშუალებებს, ოპოზიციურ პარტიებს და საღად მოაზროვნე საზოგადოებას, ნათესავების, ნაცნობების, თუ უცნობი კეთილმოსურნეების ჩათვლით. საპყრობილეში არსებული ინფორმაციის შეზღუდულობის პირობებშიც კი ვგრძნობ იმ მხარდაჭერას, რაც მამხნევებს და მეხმარება უსამართლობის განცდის გადატანაში,- აღნიშნავს ივერი მელაშვილი.

ამავე წერილში ივერი მელაშვილი მასსა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და სასამართლო პროცესებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ ეს პროცესები მიმართულია მძიმე ბრალდების შესათითხნად და “ორი ექსპერტის ციხეში გამოსაკეტად”.“ჩემი და ნატალია ილიჩოვას საქმისადმი, გენ.პროკურატურის, სასამართლო სისტემის და სამთავრობო სტრუქტურების დამოკიდებულება, ნათლად წარმაოჩენს, რომ მათთვის არ არის მთავარი სიმართლის დადგენა, მთელი ეს გახმაურებული პოორცესი მიმართულია გაყალბებული, უბინძურესი ბრალდების შეთითხვნის და ორი უდანაშაულო ექსპერტის ციხეში გამოსაკეტად, რაც შეიძლება მეტი ხნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალზე მარტივად გაკეთდებოდა, ბრალდების მთავარი არგუმენტის 1936-37 წლების გამოცემის 1-200 ათასინი მასშტაბის მქონე რუკების ანალიზი.

შესაბამისად, საფუძველი გამოეცლებოდა რამდენიმე ინტრიგანის პროვოკაციულ მოსაზრებებს, თითქოსდა დაკარგული ფართობების შესახებ. სამწუხაროდ, მარტივი ანალიზის შედეგად, რეალურად, ამ საქმეში იკვეთება ივანიშვილის მთავრობის ორი ფარული, პოლიტიკური მიზანი!

პირველი: გახმაურებული საქმის წამოწევის გზით, როგორმე გააშავოს ნაციონალური მოძარობა, თითქოსდა წინა ხელისუფლების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის რაღაც ტერიტორიების გადაცემის „ფაქტთან“ დაკავშირებით. და მეორე: გააფუჭოს, გაამწვავოს საქართველოს ურთიერთობა მის პარტნიორ ქვეყანასთან, – ნათქვამია წერილში.

ივერი მელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული საზოგადოება წინ აღუდგება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ ქმედებებს.

იმედი მაქვს, ქართული საზოგადეობა წინ აღუდგება ქვეყნის ინეტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ ამ პროვოკაციულ ქმედებას. აქვე, მინდა მოვუწოდო სამთავრობო სტრუქტურებში, მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში მომუშავე იმ მოხელეებს, რომელთაც შემხებლობა აქვთ ამ საქმესთან; ნუ დააყენებთ თქვენს პირად ღირსებასა და პროფესიონალიზმზე მაღლა, შიშსა და გამორჩენაზე დაფუძნებულ მერკანტილურ ინტერესებს!

ნუ გაისვრით ხელს!!  შეეწინააღმდეგეთ უსამართლობას და ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებას,  – წერს ივერი მელაშვილი 2020 წლის დეკემბრით დათარიღებულ, ციხიდან გამოგზავნილ წერილში. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ექსპერტებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, “ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში.”

.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...