მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დიდი მადლობა ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარებისთვის და მტკიცე ერთიანობის გამოვლენისთვის''. - მიხეილ...

,,დიდი მადლობა ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარებისთვის და მტკიცე ერთიანობის გამოვლენისთვის”. – მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის ელექტრონულ კენჭისყრას ეხმაურება

Published on

მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პირველ ელექტრონულ კენჭისყრას ეხმაურება და მადლობას უხდის ნიკა მელიას და ლევან ვარშალომიძეს ელექტრონული კენჭისყრის ღირსეული და წარმატებული აპრობაციისათვის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში

ვულოცავ უმაგრეს ლიდერს ნიკა მელიას – “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარედ პირველ ელექტრონულ კენჭისყრაში არჩევას.

უახლოეს პერიოდში, როგორც კი შეიცვლება ივანიშვილის უზურპატორი დიქტატურა,ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას, ყველა გადაწყვეტილების ფართო დემოკრატიული ბაზით – ელექტრონულად კენჭისყრით მიღების და ეს იყო ამის პირველი მშვენიერი გამოცდილება.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ლევან ვარშალომიძე, რომელიც არის ჩემი უძველესი მეგობარი და თანამებრძოლი, რჩება ერთ-ერთ მთავარ ლიდერად წინააღმდეგობის მოძრაობის, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ,იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა – საქართველოს შემდგომ ხელისუფლებაში.

დიდი მადლობა ლევანს, ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარებისთვის და მტკიცე ერთიანობის გამოვლენისთვის. დიდი მადლობა, ყველა მონაწილეს კენჭისყრაში.

ძალიან ბევრი მონაწილე იყო, ბევრმა თავი შეიკავა იმიტომ, რომ ბევრი ორივე კანდიდატს უჭერდა მხარს და ესეც გასაგებია, მაგრამ ჩართულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი და ეს ძალიან მახარებს.- წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...