მთავარისიახლეებიმსოფლიოფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის განიხილოს 2021 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი

ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის განიხილოს 2021 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი

Published on

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ უარყო მის წინააღმდეგ წამოყენებული მოთხოვნები გადადგომის თაობაზე, თუმცა თქვა, რომ მზად არის განიხილოს 2021 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი.

“პრემიერმინისტრის პოსტის დათმობა მხოლოდ მაშინ შემეძლება, როდესაც ხალხი გადაწყვეტს ამას. თუ ხალხი ნდობას კიდევ ერთხელ დამიდასტურებს, მზად ვარ, გავაგრძელო სომხეთის ლიდერობა ამ რთულ დროს. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება”. – თქვა მან.

ფაშინიანი ოპოზიციას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ ამ საკითხზე კონსულტაციებში:

“ვიწვევ როგორც საპარლამენტო, ასევე დაინტერესებულ არასაპარლამენტო ძალებს, მიიღონ მონაწილეობა 2021 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე კონსულტაციებში”. – თქვა მან.

16 პარტიისაგან შემდგარი კოალიცია სომხეთში ანტისამთავრობო აქციებს მართავს. მათ სურთ, ფაშინიანმა პოსტი დატოვოს და გარდამავალი პრემიერმინისტრი ვაზგენ მანუკიანი გახდეს, რომელიც ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.

ფაშინიანი პრემიერმინისტრის პოსტზე 2018 წელს სომხეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ დაინიშნა. მის გადადგომას 10 ნოემბერს რუსეთთან და აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის რეგიონში კონფლიქტის შეწყვეტაზე მიღწეული სამმხრივი შეთანხმების შემდეგ ითხოვენ. შეთანხმების შედეგად მთიანი ყარაბაღის რეგიონის ნაწილი, ისევე, როგორც მის გარშემო მდებარე შვიდი ოლქი აზერბაიჯანის მმართველობის ქვეშ გადავიდა, ხოლო მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...