მთავარიUncategorized,,რამდენი აფხაზეთის მოქალაქე ცხოვრობს გალში და ვის ვუხდით ფულს ბიუჯეტიდან?" -...

,,რამდენი აფხაზეთის მოქალაქე ცხოვრობს გალში და ვის ვუხდით ფულს ბიუჯეტიდან?” – აფხაზი დეპუტატები გალისთვის სუბსიდიის გაუქმებას ითხოვენ

Published on

ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებსაფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა,შესაძლოა, ბიუჯეტი შეუმციროს. ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დე ფაქტო დეპუტატებმა კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე რაიონების ბიუჯეტებში სუბსიდიების წილი განიხილეს. ,,ეხო კავკაზას” ცნობით, , ყველაზე მწვავე დისკუსია გალის რაიონის ბიუჯეტმა და მისი მოსახლეობის მოქალ აქეობის საკითხმა გამოიწვია. რაიონში მცხოვრები 30 000 ქართველიდან აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე მხოლოდ 1 000-ია.

სხდომაზე ნატალი სმირი დაინტერესდა, თუ, რამდენი აფხაზეთის მოქალაქე ცხოვრობს გალის რაიონში. პასუხის მიღების შემდეგ კი იკითხა: “ვის ვიხდით ფულს?” მეუხერხულება, რომ გკითხოთ”, — განაცხადა სმირმა.

გალის რაიონის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ გალის ბიუჯეტის შემცირება მიწის გადასახადის გაუქმებამ გამოიწვია.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინიციატივით, გალის რაიონული კრების 2003 წლის გადაწყვეტილება გააუქმდა, რომლის მიხედვით, გალის რაიონის მცხოვრებლები აფხაზეთის სხვა რაიონების მოსახლეობისგან განსხვავებით, მიწის გაორმაგებულ გადასახადს იხდიდნენ.

კონსტანტინე ფილიას თქმით, თუ პასპორტების მიხედვით იმსჯელებენ, გამოდის, რომ ბიუჯეტი გალის რაიონს საერთოდ არ სჭირდება. მან სხდომაზე აფხაზ დე ფაქტო დეპუტატებს უთხრა, რომ ცენტრალური ბიუჯეტის ფული მთლიანად ხელფასებსა და საბავშვო ბაღებში კვებაში იხარჯება. უშუალოდ გალის რაიონის შემოსავალი კი 42 მილიონი რუბლია [570 000 აშშ დოლარი].

დე ფაქტო პარლამენტის ცნობით, 2021 წელს გალის რაიონის ბიუჯეტი 231 მილიონი რუსული რუბლია, რაც, დაახლოებით, 3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. აქედან, მათი ინფორმაციით, 190 მილიონი ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური ბიუჯეტიდანა.

აფხაზეთის აღმოსავლეთით, გალის რაიონში არსებული ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა წლებია  საერთაშორისო და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის საგანია. გალის რაიონში მცხოვრელებს პერიოდულად ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, არაა დაცული მათი საკუთრების უფლება, ადგილობრივებს მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობა არ აქვთ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გალელ ქართველებს საკუთარ მიწაზე ცხოვრებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ გაცემული საბუთი დასჭირდათ. იმის გამო, რომ გალის რაიონში მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, აფხაზურმა მხარემ მათზე ბინადრობის ნებართვის გაცემა დაიწყო.

ბინადრობის დოკუმენტის აღება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი და რომელიც გალელ ქართველებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აქცევს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მოქალაქეობის მისაღებად აფხაზური მხარე გალელებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის ან მეგრული გვარის აფხაზურად გადაკეთების სანაცვლოდაც სთავაზობს

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...