მთავარისიახლეებიპოლიტიკამესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

Published on

მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში, პოლიციამ კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა გამოავლინა, რომლებიც უკანონოთ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.

„დატაცების ფაქტის გამოვლენა მესტიის პოლიციის განყოფილების თანამშრომელთა მიერ მოხდა. მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წილიწადში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მაგალითად, სასტუმრო “ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაონის სამყოფ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიების ფაქტები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოყავს. ამასთან, “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება. “ენერგო-პრო ჯორჯია” სთხოვს ყველა შესაბამის ორგანოს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის პროცესი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...