ირაკლი ღარიბაშვილი ,,კარტოგრაფების საქმეს” არ ეშვება

0
534

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა კარტოგრაფების საქმეზე საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ, ღიად წაუყენა ბრალი სადემარკაციო კომისიის წევრებს. მეტიც, ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან პროკურატურას, მიმდინარე გამოძიების პროცესში, პირდაპირი დავალება მისცა:

გამოძიება დაიწყეო ჩემი წერილით, რომელიც მე გავუგზავნე ბატონ ირაკლი შოთაძეს ჯერ კიდევ აგვისტოში, მას შემდგ, რაც ჩვენ დავასრულეთ დოკუმენტაციის მოძიება, ანალიზი.

საკითხი არის ძალიან მარტივი დავითგარეჯთან მიმართებით. 2 ქვეყანას შორის გაფორმდა შეთანხმება 1996 წელს. ამ ხელშეკრულებით, ერთადერთი დოკუმენტი რომელიც დაარეგულირებდა საზღვრის საკითხებს, იყო 1938 წლის რუკა. შესაბამისად, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ იხელმძღვანელებდნენ მხოლოდ 1938 წლის რუკით.

აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაშ და განსაკუთრებთ აღმაშფოთებელი იყო გადაწყვეტილებები წინა მთავრობის, სააკაშვილის დროს და სწორედ ეს აქვს დასადგენი პროკურატურას, მიიღეს საშიში გადაწყვეტილებები, რაც განაპირობებდა ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას და უცხო ქვეყნისთვის გადაცემას, მათ შორის დავითგარეჯის ტერიტორიის ნაწილის” ამბობს ღარიბაშვილი. 

მისივე თქმით დავითგარეჯის საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მისი პრემიერმინსტრობის დროს დაიწყო, როცა აღმოაჩინა, რომ არქივებიდან დოკუმენტაცია იყო გამქრალი. ღარიბაშვილი დააეჭვა იმ ფაქტმაც, რომ როგორც თვითონ ამბობს, ამ დოკუმენტაციის და რუკების მოძიება წინა ხელისუფლებას არ უცდია.

სპეკულაციები ხშირია თითქოს ორმა კარტოგრაფმა, თუ კომისიის წევრმა გადაწყვიტა ეს, რაც აბსურდულია. ასეთი ტიპის ასეთი შინაარსის საკითხებს გადაწყვეტა ხდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ვგულისხმობ პრეზიდენტს, ან პრემიერმინსტრს, აქედან გამომდინარე პრკურატურას აქვს დიდი მისია და მჯერა, რომ ამ საკითხს ისინი ბოლომდე მიიყვანენ – ამბობს ღარიბაშვილი

შეგახსენებთ, აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

წინა სტატიასამხარეო პოლიციაში არავინ საუბრობს, სად არის და რა მდგომარეობაშია შალვა გულუა, რომელსაც ახლა უკვე ბადრი ესებუას მსგავსად ეძებენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნისა და შეძახილ “მონას” ფონზე შეუშვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური