მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 595 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 108 ადამიანი გადის, მათგან 95-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, 29 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 36 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტს მკურნალობენ, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 26 პაციენტია მოთავსებული.

ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 7 409 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 5 387 და დაიღუპა 100 ადამიანი.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...