მთავარისიახლეებისპორტიხვიჩა კვარაცხელია ევროპის 21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის კონტინენტის საუკეთესო დრიბლიორად აღიარეს

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის 21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის კონტინენტის საუკეთესო დრიბლიორად აღიარეს

Published on

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის 21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის კონტინენტის საუკეთესო დრიბლიორად აღიარეს – ინფორმაციას ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო ინტერნეტ-გვერდი football-observatory (CIES) ავრცელებს.

აქ ერთი დეტალია – შვეიცარიულმა კომპანიამ 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო დრიბლიორად ტოპ-5 ჩემპიონატის (ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი) ფეხბურთელების მონაცემების გაუთვალისწინებლად აღიარა, მაგრამ ესეც მშვენიერი ამბავია.

შვეიცარიული კომპანია CIES–ის სპორტული კვლევითი ცენტრის სპეციალისტები მუშაობის პროცესში InStat-ის სტატისტიკური მონაცემებით ხელმძღვანელობდნენ. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფლანგის თავდამსხმელი სხვადასხვა ნომინაციაში პირველ ადგილზე გასული უმდიდრესი რუსული ლიგის ერთადერთი წარმომადგენელია.

პირველ სამეულში უკრაინის ორი წარმომადგენელი შევიდა – მიხაილო მუდრიკი დესნადან და ტეტე მარტინი დონეცკის „შახტარიდან“. კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ის ასევე იცავდა „რუსთავის“ ღირსებას, რის შემდეგაც გადავიდა რუსეთში და მოსკოვის „ლოკომოტივში“ ჩაირიცხა. რუსული რკინიგზის გუნდის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ხვიჩასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებაზე, რის შემდეგაც ქართველი თავდამსხმელი ყაზანის „რუბინში“ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანურ კლუბში 16 მატჩი გაატარა და ანგარიშზე ორი გოლი, სამი საგოლე გადაცემა და სამი მოპოვებული პენალტი ჩაიწერა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი 4-ჯერ დაასახელეს.

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...