მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ გახდება პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე?

ვინ გახდება პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარე?

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტიის ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომლებიც ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან და აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევენ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს.

„ ასეთი თარიღი ჯერ არ არის გამოცხადებული. პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ აირჩევა თავმჯდომარე, ყრილობაზე ავირჩევთ. ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება სამდივნო შეკრებაც, პოლიტიკური საბჭოს შეკრებაც. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ვხედავთ რა მოსაზრებები არის პოლიტიკურ საბჭოში, შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს. ჩემი ინფორმაციით, ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ვნახოთ რომელ კანდიდატურას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს.

არის რამდენიმე ადამიანი, თქვენ ყველა იცნობთ ამ ადამიანებს, ეს ადამიანები აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. ახლა არ ვისაუბრებდი პერსონალიებზე, მაგრამ ასეთი ადამიანები არსებობენ, მათ შორის, იქნება არჩეული ის ადამიანი, რომელსაც უკეთ შეუძლია პარტიის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტა“, – განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, პარტიის ახალმა თავმჯდომარემ უნდა მოამზადოს წინააღმდეგობის მოძრაობა დიქტატორი მმართველის წინააღმდეგ.

„ იმ პირობებში, როდესაც უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე, უმთავრესად ვთვლი, რომ ამ პარტიის თავმჯდომარემ და ახალმა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს აქტიური წინააღმდეგობის მოძრაობა ავტორიტარიზმის და დიქტატორი მმართველის წინააღმდეგ, ეს არის ძალიან მძიმე, სერიოზული და საპასუხისმგებლო სამუშაო.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი არჩევანი იქნება შეჩერებული ისეთ ადამიანზე, რომელიც შეძლებს გარდაქმნების განხორციელებას და ბრძოლის სწორად ორგანიზებას“,-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...