მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო" -...

“მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო” – როგორ ეხმაურებიან პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას თანაგუნდელები

Published on

„პარ­ტი­ის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გრი­გოლ ვა­შა­ძის წას­ვლა სა­მო­მავ­ლო სატ­რა­ტე­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით აზ­რი­ან მსჯე­ლო­ბას შე­უ­წყობს ხელს. – ასე­ გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი ,,ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ობ­დან” გრი­გოლ ვა­შა­ძის წას­ვლას რო­გორც ის აცხა­დებს, „ცხა­დია, ნე­ბის­მი­ერ პარ­ტი­ას და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უწევს მსჯე­ლო­ბა სა­მო­მავ­ლო სტრა­ტე­გი­ა­ზე. თუ ბა­ტო­ნი გრი­გო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო აზ­რი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, კარ­გი იქ­ნე­ბა პარ­ტი­ის­თვი­საც და მათ­თვი­საც, ვი­საც ეს პარ­ტია ეი­მე­დე­ბა”, – წერს სა­მა­დაშ­ვი­ლი

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, გრი­გოლ ვა­შა­ძის პარ­ტი­ი­დან წას­ვლა და მისი გან­ცხა­დე­ბის ფორ­მა „მო­უ­ლოდ­ნე­ლი და აუხ­სნე­ლი“ იყო. რო­გორც წიკ­ლა­ურ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი ვა­შა­ძის წას­ვლის თა­ო­ბა­ზე უფრო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ზეზს, თუ რა­ტომ და­ტო­ვა ვა­შა­ძემ „ნა­ცი­ო­ნა­ლო­უ­რი მოძ­რა­ო­ბა“, წიკ­ლა­უ­რი ამ­ბობს, რომ გარ­კვე­უ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, მათ შო­რის დიპ­ლო­მა­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და­კავ­ში­რებთ იყო, თუმ­ცა „ეს ყო­ველ­თვის ხდე­ბო­და“.

“ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა სულ უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა და მისი წას­ვლა და ამ გან­ცხა­დე­ბის ფორ­მა და ში­ნა­არ­სი ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და აუხ­სნე­ლი იყო. ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გა­ვი­ზი­ა­რებთ ვერც პა­თოსს და ვერც ში­ნა­არსს ამ გან­ცხა­დე­ბის, რო­მე­ლიც ჩვენ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბა­ტონ­მა გრი­გოლ­მა. ამა­ვე დროს „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მუ­დამ ხდე­ბო­და ცვლი­ლე­ბე­ბი, მი­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ იმ წა­სულ ადა­მი­ა­ნებს ცვლიდ­ნენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მოძ­რა­ო­ბას უერ­თდე­ბოდ­ნენ, რად­გან „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა“ არის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ქვე­ყა­ნა­ში ამ დიქ­ტა­ტო­რის შეც­ვლა. ეს არის უმ­თავ­რე­სი. რო­დე­საც ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია, რომ პარ­ტი­ის ლი­დერ­ში­ფი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არი­ან პარ­ტი­ა­ში, იყ­ვნენ უფრო სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი, რათა არ გაჩ­ნდეს კი­თხვის ნი­შა­ნი და სხვა­დას­ხვა ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა”, – გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე შეც­დო­მას უწო­დებს პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პარ­ტია ელ­ჩებს თავს ეს­ხმის. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უდას­ტუ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს და მი­აჩ­ნია, რომ ამ ბრძო­ლა­ში და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გრი­გოლ ვა­შა­ძეს იმის­თვის, რომ ის ძა­ლი­ან მძი­მე ბრძო­ლის ეტაპ­ზე შე­მო­ე­ურთდა პარ­ტი­ას, იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე ვერ მოხ­და პარ­ტი­ის და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა წას­ვლის ფორ­მას, ნამ­დვი­ლად არ შე­მიძ­ლია ბა­ტონ გრი­გოლს გან­ცხა­დე­ბით წას­ვლა მო­ვუ­წო­ნო, რად­გან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მა­ნამ­დე პარ­ტი­ას­თან და პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქო­ნო­და. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობ, შეც­დო­მაა მისი გან­ცხა­დე­ბის ის ტექ­სტი, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ პარ­ტია ელ­ჩებს თავს ეს­ხმის. არც ერთ გან­ცხა­დე­ბა­ში, არც ერთი ლი­დე­რის მიერ ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებ­ზე თავ­დას­ხმა არ ყო­ფი­ლა. რა თქმა უნდა, პარ­ტია უდას­ტუ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მას ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ იმ ბრძო­ლა­ში, რო­მელ­შიც ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით, და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არ ვიცი, ვის მო­იხ­სე­ნი­ებს ის ოდი­ო­ზურ ფი­გუ­რე­ბად. ნამ­დვი­ლად მინ­და გი­თხრათ, რომ ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს სამ­წუ­ხა­როდ აქებ­დნენ მის ამ ნა­ბიჯს, შეგ­ვიძ­ლია მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში ვნა­ხოთ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს, ყვე­ლა ირ­ჩევს თა­ვი­სი ბრძო­ლის შე­სა­ბა­მის გზას, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ამ გა­დამ­წყვეტ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლას ეს­მო­დეს, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, რო­მელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვიქ­ნე­ბით პარ­ტი­ა­ში, რომ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ შედ­გე­ბა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­გან, მხარ­დამ­ჭე­რის­გან, ამომ­რჩევ­ლის­გან, რო­მელ­საც მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­აბ­ში არ­ჩე­უ­ლი აქვს ძა­ლი­ან მძი­მე, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია – სა­ქარ­თვე­ლო ოლი­გარ­ქის გა­რე­შე“,-გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა პარ­ტია ერ­თი­ა­ნი, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ „გე­ნერ­ლე­ბი ჯარს სტრა­ტე­გი­ას არ უწუ­ნე­ბენ“.

„არ მინ­და მკვა­ხე ვიყო, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გულ­წრფე­ლო­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ამ ეტაპ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გე­ნერ­ლე­ბი ჯარს არ უწუ­ნე­ბენ სტრა­ტე­გი­ას. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვე­ნე­ლო­ვა­ნი, რომ გვეს­მო­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვინ­მეს წას­ვლას, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის გა­მო­უთ­ქვამს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სურ­ვი­ლი. შე­გიძ­ლი­ათ პი­რა­დად სა­ლო­მეს (სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს) და ბა­ტონ რო­მანს (რო­მან გო­ცი­რი­ძე) ჰკი­თხოთ. მე მათ­გან კონ­კრე­ტულ ნა­ბიჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამე პო­ზი­ცია არ გა­მი­გია“, – გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გრი­გოლ ვა­შა­ძე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ მან “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე და­წე­რა. გრი­გოლ ვა­შა­ძე აცხა­დებს, რომ არ ეთან­ხმე­ბა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ პარ­ტი­ის წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ­ჩე­ულ ტაქ­ტი­კას. ვა­შა­ძის თქმით, ის ასე­ვე ვერ შე­ე­გუ­ე­ბა იმას, რომ პარ­ტი­ის გარ­შე­მო და მის შიგ­ნი­თაც გა­მოჩ­ნდენ ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბი. გრი­გოლ ვა­შა­ძე ასე­ვე აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ “გა­ჩა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის კამ­პა­ნი­ის” გამო.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...