მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: დღეს რომ ყუთები გადავთვალოთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ოცნებას 70% აქვს

დავით ბაქრაძე: დღეს რომ ყუთები გადავთვალოთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ოცნებას 70% აქვს

Published on

მაშინ, როცა საჩივრების განხილვის, მართლა შემოწმებისა და გადამოწმების დრო იყო, ყველაფერზე უარი გვითხრეს და დღეს, როცა თვე-ნახევარია ყუთები უბნებზე დევს, უნდა გადავთვალოთ იმ ყუთებში რამე?

ვინ იცის, რა არის შიგნით? დღეს იმ ყუთების გადათვლით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ქართულ ოცნებას 70% აქვს და ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები. ვინმემ იცის, რა დევს იმ ყუთებში თვე-ნახევრის შემდეგ? როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა წინადადება, რომ ყუთი, რომელიც ჩაკეტილია უბანზე, რომლის გასაღებიც უბნის თავმჯდომარეს აქვს, რომელიც ქართული ოცნების არის, რომლის ბეჭედი და ლუქი აქვს უბნის თავმჯდომარესა და ოლქის თავმჯდომარეს, რომელიც ქართული ოცნების არის.

ეს უნდა გაკეთებულიყო არჩევნების მერე, ამიტომ გვქონდა საჩივრები, 800-მდე საჩივარი ჰქონდა ჩვენს პარტიას მხოლოდ დაწერილი. თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. ქართული ოცნება ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიეობო კომისიის ჩამოყალიბებას სთავაზობს.

სიახლეები

TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო

გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...

საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...