მთავარისიახლეებიმსოფლიოTIME-მა წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა

TIME-მა წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა

Published on

ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანების ტრადიციული სია გამოაქვეყნა. 2020 წელს ეს ტიტული ამერიკის პრეზიდენტად არჩეულმა ჯო ბაიდენმა და მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დაიკავეს.

“ბაიდენისა და ჰარისის ერთობა ისტორიულ ცვლილებას წარმოგვიდგენს”, — დატვიტა Time-მა.

ტიტულისთვის იბრძოდა სამი ფინალისტი — ენტონი ფაუჩი, დონალდ ტრამპი და კორონავირუსთან მებრძოლი ექიმები. გამოცემის რედაქტორი წერს, რომ ბაიდენისა და ჰარისის დასახელების მიზეზი ის იყო, რომ მათ შეძლეს და ამერიკის კურსი შეცვალეს:

“მათ დაამტკიცეს, რომ ძალა და თანაგრძნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრაზი, საზოგადოების დაყოფა და გაგვიზიარეს მგლოვიარე მსოფლიოს განკურნების გზა”.

ჟურნალი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს 1927 წლიდან ასახელებს. TIME ირჩევს ადამიანს, ჯგუფს, მოვლენას ან იდეას, რომელსაც წელიწადზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს, თუმცა, ეს გავლენა შეიძლება იყოს როგორც უკეთესობისკენ, ისე უარესობისკენ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...