მთავარისიახლეებიპოლიტიკასაბიუჯეტო დაფინანსებას 12 პარტია მიიღებს - "ცესკომ" განკარგულება გამოსცა

საბიუჯეტო დაფინანსებას 12 პარტია მიიღებს – “ცესკომ” განკარგულება გამოსცა

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსებას 14 ზღვარგადალახული პოლიტიკური პარტიიდან 12 მიიღებს. საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებენ პარტია გირჩი და მოქალაქეები, ვინაიდან პარტიებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის შესაბამისი განაცხადით არ მიუმართავთ.

  1. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 5,140,020.00 ლარი (წლიური დაფინანსება)
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 2,199,635.00 ლარი
  3. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – 240,000.00 ლარი
  4. პროგრესი და თავისუფლება – 12,000.00 ლარი
  5. საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 204,000.00 ლარი
  6. ევროპელი დემოკრატები – 460,000.00 ლარი
  7. გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი – 939,925.35 ლარი
  8. კანონი და სამართალი – 104,436.15 ლარი
  9. ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის – 1,124,409.00 ლარი
  10. ლელო საქართველოსთვის – 803,560.00 ლარი
  11. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1,043,120.00 ლარი
  12. საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 289,710.00 ლარი

არჩევნებზე ზღვარგადალახული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის ყოველწლიურად 12,560,815.50 ლარი დაიხარჯება. 

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. ოპოზიცია და ქართული ოცნება საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. ოპოზიციის ნაწილი მოთხოვნების შესრულებამდე საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. სიები გამოითხოვეს: ენმ – ძალაერთობაშიამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.თემები:

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...