მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის...

მიხეილ სააკაშვილი: ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია იმაზე მალე აღმოჩნდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, მაგრამ, ეს იქნება ქართველი ხალხის ლეგიტიმური არჩევანი.

“დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა. დიდი გამარჯვებაა პირველ რიგში ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, რომ მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია. მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს. ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ძალა არის ერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ოპოზიციიდან პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან, საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი.

იმ ხალხის გასაგონად, ვინც იძახის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში. ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია — დღევანდელი დღე ამის ნათელი დასტურია”, — წერს სააკაშვილი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....