მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბჟანიას იდეა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპრაკებების ფორმატის შესახებ, სოხუმში გააპროტესტეს

ბჟანიას იდეა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპრაკებების ფორმატის შესახებ, სოხუმში გააპროტესტეს

Published on

აფხაზურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია არუაამ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოუწოდა, საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული ახალი კონცეფციიდან 2.3 მუხლი ამოიღოს. ინფორმაცია ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

აღნიშნული მუხლი კი გულისხმობს:

“აფხაზური მხარე უშვებს შესაძლებლობას, ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებისთვის დამატებითი ფორმატის არსებობისთვის შეიქმნას პირობები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხების განხილვა და რომლის გადაწყვეტის შესაძლებლობაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არ ჩანს”.

სამინისტროს ინფორმაციით, არუაა აცხადებს, რომ ამ პუნქტის განხორციელება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს დაჩრდილავს და მოლაპარაკებების პროცესის სტატუსს შეამცირებს.

გარდა ამისა, ნათქვამია, რომ თუ პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატზე გადავალთ, აღნიშნულმა პუნქტმა, შესაძლოა, მოლაპარაკებებს საერთაშორისო შუამავლები და მაღალი სტატუსი დააკარგინოს.

ოკუპირებული აფხაზეთის უწყებაში კი აცხადებენ, რომ მრავალდონიანი მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატი ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეცვლის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს. ასევე, აღნიშნავენ, რომ აღნიშნულმა პუნქტმა გაიარა სხვადსხვა ორგანოები გაიარა და მხოლოდ შემდეგ დაამტკიცა ბჟანიამ, ასე რომ, არუაას ნათქვამი, რომ კონცეფცია “კაბინეტში ჩუმად მიიღეს” სიმართლეს არ შეესაბამება.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....