მთავარისიახლეებიპოლიტიკა“სრული აფერისტობაა, თუ ვიღაც პარლამენტში შესვლას "უკეთესი საარჩევნო სისტემით" აპრავებს'' -...

“სრული აფერისტობაა, თუ ვიღაც პარლამენტში შესვლას “უკეთესი საარჩევნო სისტემით” აპრავებს” – პოლიტოლოგი გია ნოდია

Published on

“სრული აფერისტობაა, თუ ვიღაც პარლამენტში შესვლას “უკეთესი საარჩევნო სისტემით” აპრავებს” – აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია

როცა ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტის ბოიკოტი, მოთხოვნები შეეხებოდა ხელახალ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრებს. საარჩევნო სისტემის ცვლილება მოთხოვნებში არ იყო და, ჩემი აზრით, არც უნდა ყოფილიყო. 2020 წლის არჩევნები ჩატარდა შეთანხმებული საარჩევნო სისტემით, 2024 და შემდეგი წლის არჩევნები ისედაც სრულად პროპორციული უნდა იყოს. თუ ვიღაცას კიდევ უნდა ცვლილებები (ვთქვათ, ნულოვანი ბარიერი), პარლამენტში შესვლა-არშესვლა არაფერ შუაში არ არის.

მოკლედ, თუ ვიღაცა პარლამენტში შესვლას იმით აპრავებს, რომ ამის შედეგი, მისი აზრით, უკეთესი საარჩევნო სისტემა იქნება (მე სულ არ მგონია ნულოვანი ბარიერი კარგი), ეს არის სრული აფერისტობა. ესე იგი რაღაც სხვა მიზეზით შეიცვალა პოზიცია, მაგრამ ამის თქმა არ უნდა…”

ასე გამოეხმაურა გია ნოდია ალეკო ელისაშვილის და იაგო ხვიჩიას განცხადებებს ეხმაურება. მოქალაქეების ლიდერის თქმით, თუ “გაწიკწიკებული საარჩევნო წესები” ეჭირება ხელში, პარლამენტში შევა. ხოლო გირჩის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება მას დაჰპირდება “ხვალიდანვე უბარიერო პროპორციული არჩევნების” მიღებას, ეს არამხოლოდ იმისთვის იქნება საკმარისი, რომ პარლამენტში შევიდეს, არამედ იმისთვის, რომ სხვებსაც მოუწოდოს იმავესკენ.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...