მთავარისიახლეებიპოლიტიკა“სრული აფერისტობაა, თუ ვიღაც პარლამენტში შესვლას "უკეთესი საარჩევნო სისტემით" აპრავებს'' -...

“სრული აფერისტობაა, თუ ვიღაც პარლამენტში შესვლას “უკეთესი საარჩევნო სისტემით” აპრავებს” – პოლიტოლოგი გია ნოდია

Published on

სრული აფერისტობაა, თუ ვიღაც პარლამენტში შესვლას “უკეთესი საარჩევნო სისტემით” აპრავებს” – აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია

როცა ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტის ბოიკოტი, მოთხოვნები შეეხებოდა ხელახალ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრებს. საარჩევნო სისტემის ცვლილება მოთხოვნებში არ იყო და, ჩემი აზრით, არც უნდა ყოფილიყო. 2020 წლის არჩევნები ჩატარდა შეთანხმებული საარჩევნო სისტემით, 2024 და შემდეგი წლის არჩევნები ისედაც სრულად პროპორციული უნდა იყოს. თუ ვიღაცას კიდევ უნდა ცვლილებები (ვთქვათ, ნულოვანი ბარიერი), პარლამენტში შესვლა-არშესვლა არაფერ შუაში არ არის.

მოკლედ, თუ ვიღაცა პარლამენტში შესვლას იმით აპრავებს, რომ ამის შედეგი, მისი აზრით, უკეთესი საარჩევნო სისტემა იქნება (მე სულ არ მგონია ნულოვანი ბარიერი კარგი), ეს არის სრული აფერისტობა. ესე იგი რაღაც სხვა მიზეზით შეიცვალა პოზიცია, მაგრამ ამის თქმა არ უნდა…

ასე გამოეხმაურა გია ნოდია ალეკო ელისაშვილის და იაგო ხვიჩიას განცხადებებს ეხმაურება. მოქალაქეების ლიდერის თქმით, თუ “გაწიკწიკებული საარჩევნო წესები” ეჭირება ხელში, პარლამენტში შევა. ხოლო გირჩის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება მას დაჰპირდება “ხვალიდანვე უბარიერო პროპორციული არჩევნების” მიღებას, ეს არამხოლოდ იმისთვის იქნება საკმარისი, რომ პარლამენტში შევიდეს, არამედ იმისთვის, რომ სხვებსაც მოუწოდოს იმავესკენ.

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...