ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მე-10 მოწვევის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე იქნება. მისი პირველი მოადგილე გია ვოლსკი, ხოლო დანარჩენი მოადგილეები კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო იქნება.
“საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გუნდის გადაწყვეტილებით, მე ვიქნები წარმოდგენილი”, — ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება
ქართულმა ოცნებამ პარლამენტში კომიტეტებების თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა. თანამდებობები ასე ნაწილდება:
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის — ანრი ოხანაშვილი;
- ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი — მიხეილ სარჯველაძე;
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი — ირაკლი ბერაია;
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტი — ირაკლი ქადაგიშვილი;
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი — სოზარ სუბარი;
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი — ირაკლი კოვზანაძე;
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონიმიკური პოლიტიკის კომიტეტი — დავით სონღულაშვილი;
- აგრარული კომიტეტი — ნინო წილოსანი;
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი — მაია ბითაძე;
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი — ნიკოლოზ სამხარაძე;
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი — მაკა ბოჭორილიშვილი;
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი — ბექა ოდიშრარია;
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი — დიმიტრი ხუნდაძე;
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურუსი კომიტეტი — თეა წულუკიანი;
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი — მიხეილ ყაველაშვილი;