მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ლომჯარია ენმ-ს შესაძლო გაუქმებაზე: თუ ამის მცდელობა იქნა, მზად ვართ გამოვიყენოთ...

ნინო ლომჯარია ენმ-ს შესაძლო გაუქმებაზე: თუ ამის მცდელობა იქნა, მზად ვართ გამოვიყენოთ საპირისპირო სამართლებრივი ბერკეტები

Published on

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას , რომლის მიხედვითაც რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება დააინიცირებს კანონპროეტს და საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ომბუდსმენის თქმით, მსგავსი განცხადებები აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს და თუ კანონპროექტი ინიცირებული იქნება, სახალხო დამცველის აპარატი მზად არის სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს.

“ჩემი მოწოდება იქნებოდა მმართველი პარტიისთვის, რომ იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციული, მსგავსი ტიპის განცხადებები აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს და თუ ეს მიიღებს სამართლებრივ ხასიათს. მაგალითად, თუ მართლაც იქნება ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც იქნება მიმართული ოპოზიციური გაერთიანების რეგისტრაციის გაუქმებისკენ და ასე შემდეგ, ჩვენ მზად ვართ თუ დავინახეთ აქ კონსტიტუციის დარღვევა, წავიღოთ ეს საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში და გამოვიყენოთ სხვა სამართლებრივი ბერკეტები”. – თქვა ნინო ლომჯარიამ.

კანონპროექტის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას . თქვა. კობახიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ აკმაყოფილებს “ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს” და ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებიით ბოლო არჩევნებში ოფიციალურად 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....