“სტრატეგია აღმაშენებელი” შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს. – პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე შესვლის წინ გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, 7 პოლიტიკოსი აპირებს პარლამენტში შესვლას და მათ შორის, შეიძლება იყოს გიორგი ვაშაძეც.
,,სამწუხაროდ, ისევ და ისევ, ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით, ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ ის ძალები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ძალებმა, მათ შორის, ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის.
პირდაპირ გეუბნებით, ჩემი და ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ ის 30% მოსახლეობის, რომელმაც, თუნდაც ამ არჩევნებზე არც ნაცებს და არც ქოცებს არ მისცა ხმა, ყველა უნდა გავაერთიანოთ, რათა ამ მოჯადოვებული წრიდან გამოვიდეთ…”