მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მამაძაღლობები მიდის''. ,,ვინც ახლა ამდენი უარყოფის შემდეგ პარლამენტში შევა, აღმოჩნდება რომ ...

,,მამაძაღლობები მიდის”. ,,ვინც ახლა ამდენი უარყოფის შემდეგ პარლამენტში შევა, აღმოჩნდება რომ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა”

Published on


სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება აშშ საელჩოში უცხოელი მეგობრების ფასილიტაცით მართავენ მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდს, გაჩნდა ეჭვები, რომ მოიძებნა რამდენიმე პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელმაც შესაძლოა უარი თქვას ბოიკოტზე და პარლამენტში შევიდეს.

“ვგრძნობ, ვიღაც შევა პარლამენტში, რომ გითხრათ, არა არ ვიგრძენითქო, მოგატყუებთ…  – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა Palitranews-ის ეთერში – მაგრამ რამდენად გადაწყვეტენ და გაბედავენ, ეს კიდევ მეორე საკითხია..ძალიან მძიმე ტვირთია, შეხედო შენს მოსახლეობას თვალებში და უთხრა, რომ მე ეხლა შევდივარ. ძალიან რთული რამ არის ეხლა გაყალბებულ პარლამენტში შესვლა.

ყველა ვინც შევა და არა მგონია ეს გაბედონ, ბუნებრივად გადაიქცევა არასამართლებრივ სუბიექტად, იმიტომ, რო აღმოჩნდება, რომ გამყალბებელს “გაუპრავეს”. ვერ წარმომიდგენია ისინი გაუძლებენ თუ არა ისინი მომიტევონ, მაგრამ ხალხის მიერ მიჩენილ პოლიტიკურ სანაგვეს, ურნას

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, პარლამენტში შესვლის სურვილი ვისაც აქვს, უნდა შევიდეს, მაგრამ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მანვე აღნიშნა, რომ თუ ქუჩაში ვინმე პარლამენტში შესვლის გამო “თვალებში შეგაფურთხებს, თავი უნდა დახარო”. ამის შესახებ უგულავამ, TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“მამაძაღლობები მიდის. გამოდით და თქვით, რომ მინდა შესვლა და შედით, ოღონდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეთ ამაზე. მომდევნო 4 წელიწადი, ქუჩაში გამვლელი ადამიანი რომ დაგინახავს, თვალებში რომ შეგაფურთხებს, უნდა დახარო თავი და კი ბატონო, ჩემი იპოთეკის პრობლემა მქონდა და შევედი პარლამენტშიო, თქვა. შედი. თუ მარტო იპოთეკის ჭმუნვაა ეს ქვეყანა და აბა, მე სახლში დავჯდე და ხაჭაპური ვაცხო, მაშინ შედი. იმიტომ, რომ არც შენი პოლიტიკა და არც შენი ხაჭაპური არავის აღარ უნდა”, — განაცხადა უგულავამ.

პარტია სამართლიანობის ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, ვინც ახლა ამდენი უარყოფის შემდეგ პარლამენტში შევა, აღმოჩნდება რომ ის ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ბესელია ამბობს, რომ ყველა პარტიამ უნდა გაუძლოს ცდუნებას. ამის შესახებ ბესელიამ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

“უბრალოდ, ნებისყოფა უნდა ეყოს ყველას, რომ ამ ცდუნებას გაუძლოს. მარტივად იქნება სახელდებული, რომ ვინც ამდენი “არას” თქმის შემდეგ და ამდენი განცხადების შემდეგ, ადგება და რაღაც მიზეზს მოძებნის პარლამენტში შესასვლელად, უბრალოდ ძალიან მარტივად დაერქმევა სახელი, რომ მოახერხა ივანიშვილმა და იყიდა ის პოლიტიკოსი, ასე დაერქმევა ეს სახელი”, — განაცხადა ბესელიამ.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...