მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

Published on

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებთან ერთად შეხვედრას მართავენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, ვადამდელ არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, პლებისციტის დანიშვნა 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მმართველი პარტიიდან მოლაპარაკებებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობს, რომელსაც შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომლებიც არ გადაიკვეთება. მისივე თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეძლონ, ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ არა ქუჩაში, არამედ პარლამენტის სხდომათა დარბაზში და კომიტეტებზე, როგორც ეს რეგლამენტითა და კონსტიტუციით არის გათვალისწინებული

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...